თინათინ ხიდაშელი: MAP-ი საქართველოს არ სჭირდება

მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გააკეთა.
მისივე თქმით, MAP-ს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
“ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს დღეს და იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP-ის მქონე ან დღეს MAP-ის მქონე ქვეყანას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები