გიორგი მარგველაშვილი: ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ფორმატზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს.
როგორც მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
“ამ საკითხების განსახილველად ეს არის ყველაზე მაღალი ფორუმი და ფორმატი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტიც, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც. ახლახან ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრეს პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატი კიდევ უფრო და შევიყვანეთ კიდევ უფრო მეტი წევრი ამ საბჭოში.
შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს. ამდენად, ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები