ედიშერ თოლორაია პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს
ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია, რომელიც საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეა, დეპუტატობაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ თოლორაიამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
“მე ვარ არჩეული გამგებელი, პატივს ვცემ ჩემს ამომრჩეველს და ამიტომ ვრჩები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად. ასევე პატივს ვცემ საკანონმდებლო ორგანოს მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი ყოფნა აქ არის საჭირო“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას თოლორაიამ.
თოლორაიასთვის უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს პარლამენტში.
დავით საგანელიძე, რომელიც დღეს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა, პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა და მას სიაში სწორედ ედიშერ თოლორაია ცვლის. თოლორაიას უარის შემთხვევაში, შემდეგი კანდიდატი, ვინც საგანელიძე უნდა შეცვალოს, ვლადიმერ აჩბაა.