ეკონომიკა 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მთავარი თემა საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და ლარის კურსის გამყარების ტენდენცია იყო. სხდომას პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში.
ეკონომიკა 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები