ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ოთხშაბათის ტრადიციულ მიღებაზე დეპუტატმა 30-მდე მოქალაქე მიიღო, თითოეულ მათგანს პირადად მოუსმინა და მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობა მას ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახების მედიკამენტებით უზრუნველყოფის, ერთჯერადი დახმარებისა და დასაქმების თხოვნით მიმართავს.
ჯაბა ჯიშკარიანმა დღეს რამდენიმე კონკრეტული საკითხი მოქალაქესთან ერთად განიხილა და მათი დახმარება გამგეობასთან შუამდგომლობის საფუძველზე უშუალოდ მიღებისას განახორციელა. საკრებულოს წევრი მოსახლეობას სამაჟორიტარო ბიუროში ყოველ ოთხშაბათს ხვდება. საჭიროების შემთხვევაში დეპუტატი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და ჩასატარებელ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგეობასთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.