დავით საგანელიძე შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს
მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე დავით საგანელიძე შესაძლოა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზვიად კვაჭანტირაძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება.
შეგახსენებთ, დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.