საქართველო ევროპის ყველაზე „მწეველ“ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე გავიდა

საქართველო ევროპის ყველაზე „მწეველი“ ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. პირველ პოზიციას კი რუსეთის ფედერაცია იკავებს. ასეთი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. მესამე ადგილზე საბერძნეთი გავიდა. ყველაზე „არამწეველ“ ქვეყნებად დანია და ისლანდიაა აღიარებული.
ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში საშუალოდ მოსახლეობის 50 % ეწევა. ექსპერტების შეფასებით, ბოლო დროს ევროპის კონტინენტზე თამბაქოს მოხმარება მცირდება, რაც საზოგადოებრივ ადილებში მოწევის აკრძალვას, თამბაქოს ნაწარმზე ფასის ზრდას და სიგარეტის კოლოფებზე მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირდება.
ამის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის ქვეყნებში სიკვდილიანობის შემცირება დააფიქსირა. ამასთანავე, როგორც ჩანს, საქართველოში თამბაქოს მოხმარების კუთხით ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები