გიგი გიგიაძე აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ კონსულს შეხვდა

გიგი გიგიაძე ბათუმში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მინისტრის მოადგილისათვის საკონსულო პატენტის გადმოცემა იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინიც მონაწილეობდა. გიგი გიგიაძემ რაშად ისმაილოვს თანამდებობრივი წინსვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. გიგიაძე კმაყოფილია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ყველა მიმართულებით ძალზე პროდუქტიულად ვითარდება. საუბრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები