როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30-35 გრადუსს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 27-32 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის სუსტი ქარი.