მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, „ჭყონდიდლობა“ გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -„ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
2015 წლის ჭყონდიდლობის დღესასწაულზე აღევლინება საზეიმო წირვა მარტვილის საკათედრო ტაძარში და გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.
მათ შორის: ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა; სპორტული ღონისძიებები ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში; გიორგი გაწერელიასა და გიორგი სურმავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და სტუმართა მიღება გივი ელიავას სახ. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; პოეზიის დღე საჯარო ბიბლიოთეკაში; გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა ჭყონდიდელის ძეგლის მიმდებარე სკვერში; კონცერტი ქალაქის ცენტრში ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მისალმება და საპატიო მარტვილელთა დასახელება; სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მარტვილის კულტურის სახლში; კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების (ბექა ბროლაძე, თიკა ჯამბურია, ელენე ფოჩხუა, თიკა მახალდიანი, ირინა ბაირამაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „შავლეგო“) მონაწილეობით ქალაქის ცენტრში; სადღესასწაულო ფეიერვერკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები