გიგი გიგიაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩს კარინ პეტიტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს ელჩს კარინ პეტიტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. ასევე, განხილვის თემას წარმოადგენდა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებს და ასევე, 8 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაგეგმილ ვიზიტს ბრიუსელში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს ბელგიის სამეფოს მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.