ნოდარ ხადური: ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილება ბოლო დღეებში აშკარად შესამჩნევია
„მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია“, – ამის შესახებ კიდევ ერთი განმარტება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ბოლო დღეებში აშკარად შესამჩნევია.
„თქვენ თუ ხედავთ, როგორც ყველასთვის ცნობილია, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია და ბოლო დღეებში აშკარად შეიმჩნევა მისი ცვლილება“, – აღნიშნა ხადურმა.