დავით ბაქრაძე: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთი დელეგაცია მიემგზავრება
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთი დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიემგზავრება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტი ქალთა გენდერული თანასწორობის საკითხებში ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გენერალური ანსამბლეის პარალელურად იმართება.
„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება ერთი დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. იქ არის პარალელური ღონისძიებები, კონფერენციები, რომლებზეც ასევე პრეზიდენტია მიწვეული და ის დაესწრება. რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეას, იქ ორი დელეგაცია არ მიემგზავრება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ასამბლეაზე, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოსვლისას, აქცენტებს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გააკეთებს.