მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი ლარი იქნება
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი იქნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე – ეს არის 3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 3-პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დარჩებათ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 8,5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები დააახლოებით 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი) იქნება.
ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლითი კურსი ბიუჯეტზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს.
“გაცვლითი კურსი ზემოქმედებებს მხოლოდ ორ ფაქტორზე – ეს არის საგარეო ვალის აღება და მისი დაფარვა”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.