გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ კოლეგას დღეს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი დღეს თავის ფრანგ კოლეგას, ლორან ფაბიუსს შეხვდება.
უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება: ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას, თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით;
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ამ პროცესში საფრანგეთის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე, მხარეები რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს მიმოიხილავენ.
გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანებაში “MEDEF-International“ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები