დავით დონდუა საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბეტინა კადენბახს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო: საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკას, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და გერმანიის როლს, 2016 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის კონტექსტში.

უწყების ინფორმაციით, დავით დონდუამ ელჩს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მონაწილეთა მიერ მოლაპარაკებების ფორმატისა და დღის წესრიგის პატივისცემაზე გააკეთა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, გერმანიის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში.

თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ბეტინა კადენბახმა აღნიშნა გერმანიის დაინტერესება, როგორც ეუთოს მომავალმა თავმჯდომარე ქვეყანამ, აქტიური როლი ითამაშოს საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები