ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება

საქართველოს მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, – ამის შესახებ “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული. აღნიშნული თემები პრემიერმა დეტალურად განიხილა თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. შესაბამისად, პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია. მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს”, – განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები