„მოსამართლის გადაწყვეტილების კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას არ წარმოადგენს“

მოსამართლეების მიმართ ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, საჯარო განცხადებები და გამოსვლები მოსამართლის გადაწყვეტილების კრიტიკის შესახებ, გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას არ წარმოადგენს.
„მოსამართლეზე ზეწოლა შეიძლება კონკრეტული პირის კონკრეტული ქმედებით გამოიხატოს, თუ საჯარო განცხადებებზე და გამოსვლებზეა საუბარი, რომლებიც არ ეთანხმებიან სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას არ წარმოადგენს. თუმცა სასურველია, რომ ნებისმიერი კრიტიკა თუ უთანხმოება სასამართლო გადაწყვეტილებებისადმი მოექცეს იმ ჩარჩოებში, რათა მოსამართლეს არ შეექმნას მოტივაცია, რომ ანგარიში გაუწიოს სხვის, მათ შორის საზოგადოების აზრს კონკრეტული საქმის გადაწყვეტის დროს“, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები