“ნაციონალური მოძრაობა” ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
“ვასილ ყულიჯანიშვილი სამშობლოსთვის თავდადებული სამხედროა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილს ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად შეიარაღებულ ძალებს”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” სამძიმრის წერილში.
ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები