ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა
ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია დასრულდა. პროექტი დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1998 წლის შემდეგ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანში ინვენტარიზაცია პირველად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ტყის მართვის 10-წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, ასევე სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს ტყეებში გავრცელებული მერქნიანი სახეობების და ტყის მავნებელ დაავადებათა შესახებ გზამკვლევი მომზადდა.
პროექტი “კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული ტყის მდგრადი მართვა ბორჯომის რაიონში” ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის კვლევითი ცენტრის და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) მხარდაჭერით განხორციელდა.