„საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“- კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
დღეს, 15:00 საათზე, წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია კონკურსში „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები, ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები, ლიტერატორები, კომპოზიტორი და მუსიკოსი დავით არჩვაძე, ანსამბლი „მოძახილი“, „ქართული ხმები“ კვარტეტი „ჰანგები“, „თეატრალური კვარტეტი“.
დაჯილდოება საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება.