თინათინ ხიდაშელი: იშვიათად მინახავს ახალგაზრდა დედა, რომელიც შვილის დაღუპვას ასე გმირულად შეხვდა
სამწუხაროდ, გუშინ ავღანეთში ჯარისკაცი ვასილ ყულიჯანაშვილი დავკარგეთ, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
„სამწუხაროდ, გუშინ ავღანეთში ჯარისკაცი ვასილ ყულიჯანაშვილი დავკარგეთ. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს. გუშინ მთელი ღამე იქ ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ იშვიათად მინახავს ახალგაზრდა ქალი, დედა, რომელსაც აცნობეს შვილის დაღუპვის შესახებ და რომელიც ასე გმირულად შეხვდა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცია დაჭრილი, რომელსაც ჯერ გერმანიაში გადაიყვანენ სამკურნალოდ და შემდეგ, საქართველოში დააბრუნებენ.
მინისტრის ინფორმაციით, დანარჩენი ჯარისკაცები ჯანმრთელად არიან.