ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს სახელმწიფო 100 ათას ლარს გამოუყოფს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “ქალბატონო თინა, მინდა გთხოვოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ. ასევე, მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით. ეს, მართლაც, ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები