პრემიერი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვასილ ყულიჯანაშვილის ოჯახს, მომხდარ ტრაგედიას უსამძიმრებს.
მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილის ხსოვნას.
მთავრობის მეთაურის დავალებით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს, ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
„ეს, მართლაც, ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის და მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავღანეთში პატრულირებისას დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები