თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კოტე აბხაზის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ყავლაშვილის, ვახტანგ ბერიძის, გ. აბესაძის და კუფტინის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჭონქაძის, ინგოროყვას, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, ვეძინის, მესხის, ნიაღვრის, კრავეიშვილის, ჩიტაძის და მთაწმინდის, ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების, ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ხერგიანის და მიქატაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ჭოპორტის, არბოს და ქვიშხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, იოსელიანის და ახალშენის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამხედრო ქალაქი 202, ლაღიძის, 300 არაგველის, იორის, მეტეხის, გუთნის, მრევლიშვილის, ბაბისხევის, ჟონეთის და კაიშაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და წმინდა ბარბარეს უბნის მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ხეთაგუროვის ქუჩის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები