რიყის პარკში 59 წლის მამაკაცმა რონალდ რეიგანის ძეგლი თეთრად შეღება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინა. 59 წლის დავით დ-მ თბილისში, რიყის პარკში რონალდ რეიგანის ძეგლი თეთრად შეღება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები