სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა
13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სულადობის მიხედვით თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა ვერეს ხეობაში მცხოვრებმა ლიპარტელიანების 4-სულიანმა ოჯახმა განაცხადა. მათ 159 243 ლარი მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩაერიცხებათ.
აღნიშნული ხელშეკრულება ოცდამეთექვსმეტეა, რომელიც სტიქიით დაზარალებულებულებთან გაფორმდა.