გავრცელებული ინფორმაციით, კარდენახელმა გლეხმა სხვისი ვენახი გაჩეხა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, 0.25 ჰა. რქაწითელის ჯიშის ვაზი გაჩეხა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ვენახი გელა გრიშენკოს არ ეკუთვნოდა.
არსებული ინფორმაციით, გრიშენკოს დედა კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიშენკოს დედა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია და ვენახის გაჩეხვა აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
გელა გრიშენკოს დედა, ნუნუ გრიშენკო აქტიურად მონაწილეობდა კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებში. ის ასევე პარლამენტში, ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა. ის ასევე მონაწილეობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გადაცემა “არჩევანში”, რომელიც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნებოდა.