ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4086 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4499 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6880 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7632 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები