დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში

ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან გამართული გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება საშუალოვადიან პერიოდში. აქ უკვე კითხვის ნიშნები არ არის. გუშინდელი შეხვედრა ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იყო, რომელზეც დეტალურად იყო განხილული ყველა ის მაკროეკონომიკური პარამეტრი, რაც ლარზე ზემოქმედებს. ასევე იყო განხილული ყველა ის შესაძლო ქმედება, რომელსაც განახორციელებს როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ აღნიშნული ცხოვრებაში რეალურად გადაიქცეს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები