დავით უსუფაშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩთან, იან კელისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
იან კელის განცხადებით, ის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი იქნება. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა.
დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩემი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ბატონი უსუფაშვილი ძალიან სანდო თანამოსაუბრეა ჩვენთვის. ჩვენ მრავალი საკითხზე და იმ კრიტიკული წელზე ვისაუბრეთ, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ კალენდარში გველოდება. ველი კიდევ მრავალ ამ ტიპის შეხვედრას ბატონ დავით უსუფაშვილთან და მის კოლეგებთან, ასევე, ველი საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში სტუმრობასაც”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები