დიმიტრი ქუმსიშვილი: დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადეს.
“დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საკონსტიტიციო სასამართლოში “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა. საქმე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას ეხება, რაც, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.
სარჩელს “ნაციონალური მოძრაობიდან” და “თავისუფალი დემოკრატებიდან” 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები