გიორგი ქადაგიძე: საჭიროების შემთხვევაში, სავალუტო რეზერვების გახარჯვა მოხდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გახარჯვა მოხდება, – ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის მაჩვენებელი უკვე პიკშია და მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი მზადაა მთავრობის მოთხოვნის შემთხვევში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის შეხვედრა შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები