ნოდარ ხადური: საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას

ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები არის სრულიად ამოწურული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, მთავრობა მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსის გამყარებას ელოდება.
“დღევანდელი მორიგი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში უკვე აღინიშნა იმის თაობაზე, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ. მათ შორის ის, რომ ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები არის სრულიად ამოწურული. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას.
ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც რეფინანსირების სესხებს ლარის გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა, საქართველოს ეროვნული ბანკი, შევთანხმდით, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, რათა არ დავუშვათ მომავალში ასეთი ტიპის ცვლილებები.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფონი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ჩამოყალიბდა და მეზობელ სახელმწიფოებში არსებული ვითარება ხელსაყრელი არ იყო, თუმცა ის, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის თანაფარდობა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი ნაკლებია, გაუმჯობესებულია ექსპორტის სასარგებლოდ, ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ დოლარის შემოდინება მომავალშიც გაგრძელდება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო პროგრამებს და მოვიზიდავთ დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ცნობისთვის: მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები