მანანა კობახიძე: მთავარი პროკურორობის კონკრეტულ პერსონაზე საუბარი არ ყოფილა

კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომელიც მთავარ პროკურორს აირჩევს.
მთავარ პროკურორს კი, თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს.
სწორედ ამ ცვლილებების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი კახა კახიშვილი ან ბადაშვილის მოადგილე ირაკლი შოთაძე შეცვლის.
მმართველი გუნდი ბადაშვილის ჩანაცვლებას კატეგორიულად უარყოფს. როგორც უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, მთავარი პროკურორობის კონკრეტულ პერსონაზე საუბარი არ ყოფილა.
„რას დაგეგმავს ამ შემთხვევაში საპროკურორო საბჭო, მთავრობა ან იუსტიციის მინისტრი, ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა არ გვქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეული, პროფესიონალი, კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელზეც დგას პროკურატურის სისტემა.
კონკრეტულ პერსონებზე საუბარი არ გვქონია“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები