გიორგი გოგაძე ბადაშვილით შოთაძის ჩანაცვლებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს
საუბარი პროკურატურაში საკადრო ცვლილებებზე არის არასწორი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე პროკურატურაში მოსალოდნელ ცვლილებებს. გიორგი გოგაძე ბადაშვილით შოთაძის ჩანაცვლებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
„ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, რაზეც არის საუბარი. თუკი გაეცანით კანონს, გეცოდინებათ, ეს რა ფორმითაც ხდება. ამიტომ საუბარი პროკურატურაში საკადრო ცვლილებებზე არის არასწორი. რეფორმა, რომელიც ტარდება პროკურატურაში უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, შედეგებს მოგვცემს, თუმცაღა საუბარი წინასწარ, თუ ვინ იქნება, არავინ არ იცის და ამიტომ საუბარი ნებისმიერ კანდიდატზე არასწორია. პროკურატურის სისუსტეზე, შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება ვისაუბროთ. შედეგი დღეს სახეზე გვაქვს, ამიტომ უადგილოდ მიმაჩნია“,- განაცხადა მოადგილემ.