ეკა ბესელია პროკურატურის რეფორმაზე: საკმაოდ რთული, მაგრამ დემოკრატიული პროცედურები იწყება

ერთ თვეში უკვე უნდა ჩატარდეს კონფერენცია, უნდა მოხდეს შესაბამისი სტრუქტურის არჩევა, – პროკურატურის რეფორმის შესახებ უმავლესობის წევრი, ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრობს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პროკურატურის სარეფორმო პროცედურები საკმაოდ რთული, მაგრამ დემოკრატიული იქნება.
“პარლამენტი ირჩევს მთავარ პროკურორს, ასევე იქმნება საპროკურორო საბჭო, ტარდება პროკურორთა კონფერენცია, იწყება პროცედურები. საკმაოდ მოკლე ვადა განსაზღვრა პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა. ერთ თვეში უკვე უნდა ჩატარდეს კონფერენცია, უნდა მოხდეს შესაბამისი სტრუქტურის არჩევა. საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან დემოკრატიული პროცედურები უნდა გაიარონ იმ კანდიდატებმა, ვინც საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები