მოსალოდნელი ცვლილებები პროკურატურაში – ვინ შეცვლის გიორგი ბადაშვილს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სავარაუდოდ, ცვლილებები იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი კახა კახიშვილი შეცვლის.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბადაშვილის შემცვლელი არა კახიშვილი, არამედ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იქნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.