დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

 თბილისში, გლდანში „ახმეტელის თეატრთან“ დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც „კვირას“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი პოლიციელი რეანიმაციულ დეპარტამენტში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები