ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს მადლობის წერილს უგზავნის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის.
„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო გიორგი, მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ჩემი და ჩემი დელეგაციის მასპინძლობის გამო; განსაკუთრებით კი, იმ გამორჩეული სადილისათვის, რომლითაც თქვენ გამიმასპინძლდით.
ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი ნატო -საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ თქვენ მიერ გაზიარებული მოსაზრებებისათვის. ასევე, მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ერთად ჩაგვეტარებინა „ერთობლივი სწავლების და შეფასების ცენტრის“ ინაუგურაცია, რომელიც ნატოს არსებითი პაკეტის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს.
საქართველო რჩება ნატოს მთავარ პარტნიორად, როგორც ჩვენი საერთო მიზნების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ალიანსის წევროპის ასპირანტი ქვეყანა. მოუთმენლად ველი ნატოს -საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩვენი დილოგის გაგრძელებას“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები