ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი გახდა, რაც გულისხმობს ეროვნული ვალუტის კურსის დოლართან მიმართებით გაუფასურებას.
კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის შეძენა 2.4491 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4414 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8001 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7634 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0367 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები