კლიჩკომ დემონსტრანტებს მასობრივი აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა

  უკრაინული პარტია „უდარ“-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლებს პროვოკაციული სიტუაციებიდან თავის დაცვის მიზნით, მასობრივი აქციების შეწყვეტა სთხოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მე მინდა მივმართო სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებლებს. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, რომელშიც თქვენი ჩათრევა სურთ. მინდა გთხოვოთ უახლოესი დღეების განმავლობაში თავი შეიკავოთ ყოველგვარი მიტინგებისგან რომ რაიმე პროვოკაციაში არ გაეხვეთ“, – განაცხადა კლიჩკომ.
უფრო ადრე უკრაინის აღნიშნულ მხარეში მცხოვრებლებს მიტინგების შეწყვეტის თხოვნით დონეცკის მხარის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი შიშაცკიმაც მოუწოდა, თუმცა ამის პარალელურად სასამართლომ მიტინგების აკრძალვაზე უარი განაცხადა და მოსახლეობისთვის აქციების გამართვის სანქციები გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები