გია ვოლსკი: გიგი უგულავას ძალიან დაბალი შანსები აქვს იმის გაკეთების, რაც თქვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი მერის, გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. დეპუტატის შეფასებით, უგულავას ძალიან დაბალი შანსები აქვს იმის გაკეთების, რაც თქვა.
გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს, უგულავას გადაწყვეტილება უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება.
„უგულავას ძალიან დაბალი შანსები აქ იმის გაკეთების, რაც თქვა. ის ფაქტი, რომ გიგი უგულავა დღეს გარეთ არის და ხელისუფლებას არ გააჩნია ბერკეტი საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღოს, ეს მარტო იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს, ვინაიდან წლების განმავლობაში ისინი ნერგავდნენ სისტემას, როდესაც პირადად მისი გადაწყვეტილება უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგხასენებთ, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ გიგი უგულავამ მოქმედ ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
“არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები