ეკა ბესელია გიგი უგულავას პასუხობს: ნეტარ არიან მორწმუნენი
სურვილები ერთია, მაგრამ მოვა 2016 წელი და საქართველოს მოსახლეობა თავისუფალ პირობებში გააკეთებს სამართლიან არჩევანს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გიგი უგულავას გუშინდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ მუქი წარსულის მქონე პოლიტიკური ძალა, “ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება.
“ნეტარ არიან მორწმუნენი. სურვილები ერთია, მაგრამ მოვა 2016 წელი და საქართველოს მოსახლეობა თავისუფალ პირობებში გააკეთებს სამართლიან არჩევანს. დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. ეს არის ძალიან მუქი და ძალიან ცუდი წარსულის პოლიტიკური ძალა. ეს მხოლოდ სურვილებია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგხასენებთ, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, გიგი უგულავამ მოქმედ ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
“არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია”, – განაცხადა უგულავამ.