სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა ჯგუფის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება. საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, თავი შეიკავონ მათთან თანამშრომლობისაგან და, ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, მოითხოვონ იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
სურსათის ეროვნული სააგენტო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე და ნებისმიერი სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისები არის მხოლოდ პირადი ინიციატივა და არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ნებისმიერი საეჭვო შეთავაზების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს „ცხელ ხაზზე“: 291 91 68”, – ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.