დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.
მათივე განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მსხვილი საინვესტიციო პროექტები.