იქნება თუ არა ზამთარში შუქი გრაფიკით – კახა კალაძის კომენტარი

ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული დაჯგუფებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ ზამთარში საქართველოში ელექტროენერგია არ იქნება და მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “2030”-ის ეთერში ისაუბრა.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება გრაფიკით ელექტროენერგიის მიწოდებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის პრობლემა დღეს რეალურად ჩვენი ქვეყნის წინაშე არ დგას. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ ვიყოთ ერთ-ერთი წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა ევროპაში და ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია ამ რესურსების რაციონალურად ათვისება, სადაც ქვეყნის და ხალხის ინტერესი იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები