კულტურის სამინისტრო შესანიშნავ არტისტს – მარინა კახიანს დაბადების დღეს ულოცავს

დაბადების დღეს ვულოცავთ შესანიშნავ არტისტს – მარინა კახიანს. კულტურის სამინისტრო მილოცვას ავრცელებს.
„მრავალი წელია, ქ-ნი მარინა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია. ის არის ხელოვანი, რომელმაც თეატრსა და კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
მარინა კახიანი უყვარს ქართველ მაყურებელს და, ამავე დროს, იმსახურებს პატივისცემას საერთაშორისო არენაზე. ამას ადასტურებს როგორც ჩვენს ქვეყანაში მიღებული, ისე საერთაშორისო ჯილდოები.
ქალბატონი მარინა, თავისი ბიოგრაფიითა და შემოქმედებითი საქმიანობით, არის პროფესიონალიზმისა და შინაგანი სიძლიერის მაგალითი.
ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და ახალ მიღწევებს პროფესიულ საქმიანობაში“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები