ლაშა დარსალია – საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა

საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
„მსურს, გავაკეთო ეროვნული გზავნილები 36 ქვეყნის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ჩემს ქვეყანაში. საქართველო სრულად ერთგული რჩება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანური განზომილებით ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც შეუერთდა ამ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჰელსინკის დასკვნით აქტშია გაწერილი. საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა. იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს, რეაგირება ხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთოს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები