მთავრობა საქართველოს მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს იწყებს
მთავრობა დღეიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს იწყებს. შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. კონსულტაციების მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.
გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებებისა და იდეების შეკრება, რადგან მთავრობის სამოქმედო გეგმა შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.